წესები და პირობები
ქვემოთ მოცემულია Keune-ის მომსახურების დაჯავშნის, პროდუქციის ონლაინ შეძენისა და სასაჩუქრე ბარათის შეძენის პირობები. ჯავშნის დადასტურებით ან შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.
This document is published in Georgian, which is the binding version. An English translation will follow; for a summary in English, please contact the salon.
მომსახურების დაჯავშნის პირობები
სალონში ვიზიტამდე, ჯავშნის გაკეთებისას, მომხმარებელი:
- უნდა დაეთანხმოს სალონის ვებგვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს;
- ავანსის სახით უნდა გადაიხადოს არჩეული მომსახურების ღირებულების 20%.
ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია მომსახურების გაწევამდე 24 საათით ადრე. ჯავშნის გაუქმების შესახებ მომხმარებელმა სალონი უნდა გააფრთხილოს სამუშაო საათებში, ყოველდღიურად, 10:00-დან 20:00 საათამდე.
ავანსად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. თუ მომხმარებელი სალონს გააფრთხილებს ამ წესების დაცვით, მომსახურების გაწევამდე 24 საათით ადრე, მაშინ ავანსად გადახდილი თანხა აისახება მომხმარებლის სახელზე არსებულ ბალანსზე, რომლის გამოყენებასაც იგი შეძლებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
გაფრთხილება
- თუ მომხმარებელი 24 საათით ადრე არ გააფრთხილებს სალონს ან არ გამოცხადდება დაჯავშნილ პროცედურაზე, ავანსად გადახდილი თანხა მას უკან არ დაუბრუნდება და არც ბალანსზე აისახება.
- თუ მომხმარებელი დაიგვიანებს პროცედურაზე, დაგვიანებული დრო გამოაკლდება მისი პროცედურის დროს, თუმცა მომსახურების ღირებულება არ შეიცვლება.
პროდუქციის ონლაინ შეძენის პირობები
- მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეიძინოს სალონის საიტზე განთავსებული პროდუქცია;
- ონლაინ შეძენისას მომხმარებელმა უნდა აირჩიოს, სურს პროდუქციის სალონიდან ადგილზე მისვლით გატანა, თუ ისარგებლებს საკურიერო მომსახურებით;
- საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას გარე შეფუთვის დაზიანებაზე მიმწოდებელი (სალონი) პასუხისმგებელი არ არის.
გაფრთხილება
- შეძენილი პროდუქცია გადაცვლას ან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა აღმოჩენილი ქარხნული წუნისა.
სასაჩუქრე ბარათის პირობები
მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასაჩუქრე ბარათი როგორც სალონში, ისე ვებგვერდზე, შემდეგი პირობებით:
- სასაჩუქრე ბარათის შეძენა შესაძლებელია მესამე პირისთვის, მატერიალური ან ელექტრონული სახით, კონკრეტული პროცედურისთვის;
- ასევე შესაძლებელია დეპოზიტური სასაჩუქრე ბარათის შეძენა, რომელზეც განთავსდება მომხმარებლის მიერ არჩეული თანხა — ამ შემთხვევაში სასურველი მომსახურების არჩევა ხდება მოგვიანებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ
- სასაჩუქრე ბარათის ვადა არის 3 თვე. ვადის გასვლის შემდეგ პროცედურის ან თანხის გამოყენება შეუძლებელია.
- სასაჩუქრე ბარათის შესაძენად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.