
ჩვენ შესახებ
KEUNE Studio 2011 წლიდან ქმნის სივრცეს, სადაც სილამაზეზე ზრუნვა პროფესიონალიზმს, ხარისხსა და ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება. ჩვენი ორი ფილიალი სტუმრებს სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მათ შორისაა თმისა და ფრჩხილების მოვლა, მაკიაჟი, წარბების მოვლა, პოდოლოგია და სპა პროცედურები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი – მომსახურების პროცესიდან საბოლოო შედეგამდე. სწორედ ამიტომ, ექსკლუზიურად პრემიუმ კლასის პროფესიონალურ პროდუქტებს ვიყენებთ. თმის მოვლის მიმართულებით ვმუშაობთ KEUNE, Paul Mitchell და Moroccanoil-ის, ხოლო ფრჩხილების მოვლის მიმართულებით – LCN, Manucurist და Beautix-ის პროდუქტებით. ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ კომფორტული გარემო და შევთავაზოთ მის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული, მაღალი ხარისხის მომსახურება.
ჩვენი მიდგომა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი – მომსახურების პროცესიდან საბოლოო შედეგამდე. სწორედ ამიტომ, ექსკლუზიურად პრემიუმ კლასის პროფესიონალურ პროდუქტებს ვიყენებთ. თმის მოვლის მიმართულებით ვმუშაობთ KEUNE, Paul Mitchell და Moroccanoil-ის, ხოლო ფრჩხილების მოვლის მიმართულებით – LCN, Manucurist და Beautix-ის პროდუქტებით. ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ კომფორტული გარემო და შევთავაზოთ მის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული, მაღალი ხარისხის მომსახურება.



ჩვენი გუნდი
KEUNE Studio-ს გუნდი აერთიანებს გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომელთათვისაც პროფესიული განვითარება და მომსახურების მაღალი სტანდარტი მთავარი პრიორიტეტებია.
ჩვენი ყველა სპეციალისტი სერტიფიცირებულია KEUNE-ის აკადემიის მიერ და წელიწადში ორჯერ ამსტერდამში გადის პროფესიულ გადამზადებას. გუნდის წევრები მუდმივად იღრმავებენ ცოდნას, ეცნობიან სილამაზის ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, თანამედროვე ტექნიკებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
გვჯერა, რომ გამორჩეული მომსახურების საფუძველი გამოცდილების, ცოდნისა და პროფესიული განვითარების ერთობლიობაა. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
თმის სტილისტები
მანიკურის სპეციალისტი

მამუკა მაისურაძე